31-07-2018
მმართველი პარტიის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს, რომ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად მას დაუჭერს მხარს.
მისივე თქმით, ზოგადად, დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პოზიტივი აქვს.
„სალომე ზურაბიშვილი თუ აპირებს, რომ საკუთარი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც „ქართული ოცნება“ იქნება იმ პოზიციაზე რომ მას დაუჭიროს მხარი. დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და პოზიტივი გააჩნია. არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტები, რაც ჯერ-ჯერობით არ განგვიხილია“- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილია.
ამ საკითხზე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს.
18-12-2024