11-03-2023
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება. „საქართველოს სახალხო დამცველობის დროს ნინო ლომჯარიამ — საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მხოლოდ პარტიული („ნაციონალური მოძრაობის“) ინტერესების დასაცავად გამოიყენა.
"მისი ვადის ამოწურვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა - უფლებების სახელით, კვლავ თავისთვის მიუღებელი ადამიანების უუფლებობაზე საუბრობს. ამჯერად POSTV-ისა და TV IMEDI - ის გუნდს დაუპირისპირდა. აცხადებს, რომ ამ არხებს არ ცნობს და არ აღიარებს. მასში პროფესიულ სენტიმენტებსაც არ იწვევს TV IMEDI, რომელიც როგორც არხი, ერთხელ უკვე მოკლეს და ფერფლიდან აღდგა, რეიტინგი დაიბრუნა და საზოგადოებას დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდის. მას არაფრად მიაჩნია POSTV-ი, რომელიც „ხალხის ძალის“ პლატფორმაა და რომელიც მედიაში მთავარი არხისა და ოპოზიციური არხების ფეიკ ნიუსებისა და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებისას ინფორმაციული მეხამრიდის ფუნქციას ასრულებს.
სამაგიეროდ, ის ორივე ხელით მიესალმება მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკას. მათ ეთერში თავმომწონედ პოზირებს და მათი და მათი ბელადის უფლებების დაცვაზე „შუნაარსიანად“ საუბრობს. ნინო, POSTV-ი „ხალხის ძალის“ პლატფორმაა და ამ ორივე ძალის უკან ხალხია! მიხეილ სააკაშვილის ხელწერით ნუ მოაწერ ხელს შენს სიტყვებზე, ის თუ ტელევიზიების წინააღმდეგ იარაღს იყენებდა შენ სიტყვას იყენებ და უფლებების დაცვის ვერცერთ პრინციპს ვეღარ პასუხობ“, - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.
16-11-2024
16-11-2024