გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ეს კანონი ევროკავშირშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაინიცირდება იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკი ტერორიზმის, ეთნიკური შუღლის, დესტაბილიზაციის და უკონტროლო ფულის ბრუნვას მოაქვს

11-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.

 

ქადაგიძის თქმით, ეს კანონი ბევრ ქვეყანაში დაინიცირდება. ყველაზე დიდი ნაძირალა არა თვითონ არასამთავრობოთა წარმომადგენლები, არამედ იმ სტუდენტებს ამოფარებული პროფესორ-მასწავლებლები არიან, ვინც სასარგებლო იდიოტის როლი მოირგო და ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავდა!

 

"არა რუსულ კანონს" თუ როგორაა საქმე, ჩვენო "ეროვნული" ბენეფიციარებო? ეს კანონი, მალე ევროკავშირშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაინიცირდება. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკი ტერორიზმის, ეთნიკური შუღლის, დესტაბილიზაციის, ფულის გათეთრების და სხვა სახელმწიფო პრობლემებისა, უკონტროლო ფულის ბრუნვას მოაქვს. ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს? კი და განსაკუთრებით, ყველაზე დიდი ნაძირალა არა თვითონ არასამთავრობოთა წარმომადგენლები, არამედ იმ სტუდენტებს ამოფარებული პროფესორ-მასწავლებლები არიან, ვინც სასარგებლო იდიოტის როლი მოირგო და ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავდა! ყველაზე სამარცხვინო, არა კანონპროექტის ავკარგიანობა, არამედ ელჩის თითის გატკაცუნებაზე მოცეკვავე ბრბოა! მონასა და მანქურთს შორის, იცით რა განსხვავებაა? მონას ბრძოლის პერსპექტივა აქვს და მანქურთს, ჯერა საკუთარი მონობა, რომ თავისუფლებაა! დადექით ახლა და ეკა ბესელიას ხმით იღმუვლეთ-ცივილიზაციას გვაშორებენ "ფიფოლ"...

 

P.S. ახალ, უარეს "ნარატივს" მოგცემთ, საკუთარი უნიათობის "გასაპრავებლად"- კანადა, ამერიკა, ევროპა და ყველა ჩვენ გარდა, ჩვენზე განვითარებული საზოგადოებებია და ეგეთი კანონი იქ გაამართლებს-თქო...“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930