გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს სვამენ, კითხვები აქვთ, ასევე, აქციის ორგანიზატორებთან

12-03-2023

საავიაციო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებენ. 


სტუდენტები ევროკავშირში, კანადასა და სხვა ქვეყნებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეესტრის შექმნას ეხმიანებიან და სვამენ კითხვებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით, ვინმეს რამის მისაღწევად ხომ არ სჭირდებოდა ეს ყველაფერი.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ახალგაზრდობა დგას საქართველოს და არა ვიღაც ოპოზიციის ლიდერების გვერდით.


მათივე თქმით, არავის აქვს უფლება ახალგაზრდული სულისკვეთება და ევროინტეგრაციის გზა გაუგებარი პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენოს.


„აქციაზე ბევრი უნამუსო პოლიტიკოსი რომ დავინახე უკვე ეჭვი შემეპარა. მერე პარლამენტში შევიჭრეთო. ახლა გავიგე კანადა უცხოური გავლენის რეესტრს აკეთებს. გასაგებია... ჩემი თანატოლები გარიეთ გაუგებრობაში და ისევ მოგვატყუეთ!! არ გაპატიებთ!“ - წერს სტუდენტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930