გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციებში არიან ჩართული

13-03-2023

ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას ძალიან ბევრ პროვოკაციებში არიან ჩართული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


პრემიერით თქმით, ამოცანა არის ვიცოდეთ, იცოდეს ჩვენმა ხალხმა თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა.


„ასევე მინდა გითხრათ რამდენიმე მაგალითი. მე მქონდა საუბარი რამდენიმე ჩვენს უცხოელ პარტნიორთან, მეგობრებთან და მათ მკითხეს, მაგალითად რომელი არასამთავრობოს საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვთ თქვენ, ან რომლის საქმიანობა იწვევს კითხვებს, რამდენიმეს ჩამოვთვლი, ბევრს აღარ გავაგრძელებ, არ შევაწყენ საზოგადოებას , მაგალითად ცნობილი თავისი დესტრუქციეული ქმედებებით და პროვოცკაციებით, ე.წ. სირცხვილიას მოძრაობა, რომელიც ფინანსდება პირდაპირ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან მათ შორის უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანანიზაციების მხირდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია შემდეგ აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიან ბევრი დესტრუქციული ქმედება იქნა განხორციელებული მათ მიერ, ან უშუალოდ მათ მიერ ან მათი თანამონაწილეობით . ჩვენ ვიცით ე.წ. პროვოკაციული მოძრაობა „თბილისი პრაიდი" რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძებების ჩატარებას ე.წ. პარადების ჩატარებას გახსოვთ კარგად ხომ? ამან ძალიან დიდი მრელვარება გამოიწვია. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ მათ დესტრუქციულ საქმიანობას.


ორგანიზაცია იემსი მაგალითად. შეიძლება ძაალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ვიცი თუ რამდენად დესტრუქციული საქმიანობით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია. ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას ძალიან ბევრ პროვოკაციებში არიან ჩართული. საერთაშორისო გამჭვირვალობა, ძალიან ბევრი ორგანიზაცია, იგივე ისფედი რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაწმებეი წარმოადგინა, მე ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში პარალელური დათვლის შედეგები იყო გაყალბებული, რომელიც მათ მერე აღიარეს. ჩვენი ამოცანა არის ვიცოდეთ, იცოდეს ჩვენმა ხალხმა თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა. აი ეს იყო მთავარი მოტივაცია" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930