გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები თავდაცვის ახალ კოდექსს დადებითად აფასებენ

16-03-2023

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თავდაცვის ახალ კოდექსს, რომელიც  ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ რეფორმები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები. ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. 


დიპლომატიური კორპუსის, ნატოს ძირითადი ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის კოდექსის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. 


თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728