21-03-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 და 16 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
ბოლო დღეებში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან.
მოგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრირებას უწევს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელს. აღნიშნული საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ს სტუდენტები და ნაწილობრივ თსუ-ს თანამშრომლები" - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024