გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ვინც ქართულ ჯარს რუსულ ჯართან აიგივებს და ყველაზე ღირსეულ საქმის მსახურებას მონობას უწოდებს, ძალიან დაკომპლექსებული და შეშინებულია „პოლიტიკური სუბიექტი“ თუ „პოლიტიკური პარტიაა“

21-03-2023

რამდენ სამხედროს აყენებ შეურაცხყოფას, რამდენ გმირულად დაღუპულს, ესე იგი მონები იყვნენ და იმიტომ შესწირეს სამშობლოს თავი? ისე, რა დღეში ვიქნებოდით ზურა გირჩივით, რომ ფიქრობდეს სამშობლოზე შეყვარებული, სამშობლოსთვის ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ყველაზე ღირსეული ადამიანები?!- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც პარლამენტთან „გირჩის“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება.

 

„ვინც ქართულ ჯარს რუსულ ჯართან აიგივებს, და ყველაზე ღირსეულ საქმის მსახურებას მონობას უწოდებს, ძალიან დაკომპლექსებული და შეშინებული „პოლიტიკური სუბიექტი“ თუ „პოლიტიკური პარტიაა,“ რომელმაც ოკუპაციას იმ მეთოდით ებრძვის, რაც მას ყველაზე კომფორტულად წარმოუდგენია-იხდის შარვალს, აჩვენებს ტრაკს და ფაქტობრივად ეუბნება welcome! მეორეა, რომ როდესაც ატარებს სამოსელსა და კეპს, რომელზეც სხვა ქვეყნის, თუნდა მეგობრულის, თუნდა პარტნიორის სიმბოლიკაა გამოსახული, სავარაუდოდ სწორედ უცხო ქვეყნის უპირატესობას უსვამ ხაზს, გეზიზღება ან მინიმუმ გეხამუშება ქართული-ამას ჰქვია მონობაც და ჩმორობაც! მესამე, იმდენად, როგორ უნდა გამაიმუნდე (ბოდიში ნამდვილ მაიმუნებთან!), რომ თაღლითურად ფულის შოვნის გზად, სამხედრო სამსახურის არიდება და უცნაური, არ არსებული რელიგიების მსახურება მოიგონო! მეოთხე, 2008 წლის შემდეგ, სწორედ ქართული ჯარის მიმტოვებელი სახელისუფლებო პარტიის წევრი რომ ხდები, ეს არის რაღაც უცნაური მონობის გამოვლინება! მეხუთე ქართულ ჯარში სამსახურს, ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, რუსულ ჯართან რომ გააიგივებ, მონაზე უარესი ხდები-მონის მონა! თავის დროზე ადამიანის სახელს, რომ დაგარქმევენ, და შენი ამ სახელში მცენარის ნაყოფს დაიმატებ, მგონი ყველაფერი წესრიგში არ უნდა გქონდეს! ისე ერთი წამით, რომ დაფიქრდე რამდენ სამხედროს, ყოფილს თუ მოქმედს, აყენებ შეურაცხყოფას, რამდენ გმირულად დაღუპულს, ესე იგი მონები იყვნენ და იმიტომ შესწირეს სამშობლოს თავი? ისე, რა დღეში ვიქნებოდით ზურა გირჩივით, რომ ფიქრობდეს სამშობლოზე შეყვარებული, სამშობლოსთვის ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ყველაზე ღირსეული ადამიანები?! ისე, როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ომს გამოუცხადებ და შენი ქვეყნის მცველებს მონებს დაუძახებ, მართლაც წარმოუდგენელია, ძალიან სამარცხვინო და მართლაც მონურია!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930