21-03-2023
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის 5 წელი და ის პროექტები შეჯამდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, 2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი. სასიხარულო ფაქტია, რომ ქართული სტარტაპები განაგრძობენ განვითარებასა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურ ბაზარზე.
ქართული სტრატაპების წარმატებასა და განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე მეტყველებს ფინანსური ინდიკატორები. ჯიტას მიერ დაფინანსებული სტარტაპების შემოსავლები 120 მილიონ ლარს აღწევს, როდესაც მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა 32 მილიონი ლარია. განსაკუთრებით გასახარია, რომ ეს შემოსავლები მიღებულია უშუალოდ პროდუქტებისა და მომსახურების რეალიზაციით და ამ 120 მილიონში არ შედის სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციები.
პრეზენტაციაზე ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე- კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპეკოსისტემაში კერძო სექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია, რაც სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფ ზრდაზე მეტყველებს.
ღონისძიებაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები გამოჰყო და დააჯილდოვა:
16-11-2024
16-11-2024