22-03-2023
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დატურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმაია ომიაძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham ) წევრებს შეხვდნენ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
სავაჭრო პალატის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრეს ტურებს, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილპროექტებსა და და ხარისხის ამაღლების მიზნით გასამართ ტრენინგებს გაეცნენ.
შეხვედრას სასტუმროების, ავიაკომპანიების, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024