გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ასეთი რამ არ მომხდარა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე შს მინისტრს პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის და ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი

3-08-2018


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გამოკითხავენ.

კომისიის სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

„ის პროცესი, რაც საქართველოს პარლამენტში მიმდიანრეობს, ეს არის უპრეცედენტო პროცესი, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოდიან ყოფილი მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ისინი კომისიის წინაშე უპასუხებენ შეკითხვებს.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ეს მიუთითებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობაზე, პატივისცემაზე ინსტიტუციების მიმართ, პატივისცემაზე საგამოძიებო კომისიის მიმართ. ჩვენ გვექნება ყველა ის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზეც შესაძლოა რომ საჭირო იყოს მინისტრების მხრიდან პასუხის გაცემა. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომელიც გამოიჩინეს მინისტრებმა და გადაწყვიტეს, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე მოსულიყვნენ და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ესაუბრათ, ამ დიდ პასუხისმგებლობას ასეთივე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება საგამოძიებო კომისიის ყველა წევრი. საუბარი მაქვს პირველ რიგში ოპოზიციაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ მათი ძირითადი შეკითხვები იქნება ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი და ორიენტირებული იმაზე, რომ მივიღოთ სრული სურათი და მივიღოთ რეალური პასუხები რომელიც ჩვენ და საზოგადოებას გვაინტერესებს.  ჩემთვის საინტერესო იქნება, როგორ აფასებს კონკრეტული პირი,  იქნება ეს შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი პროკურორი, ამ საქმეს, როგორია მისი შეფასება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იქნება მთავარი შეკითხვა.

მოდით დავცალოთ შეკითხვები პოლიტიკური კითხვებისგან. არ არის ეს სამართლებრივი შეკითხვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ საზოგადოებაში დასმულ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. ამ შეკითხვებზე ჩვენ ყველამ, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ეს შეკითხვები გავაჟღერეთ და მოვითხოვეთ იმ უშუალო პირებთან მიმართებაში, რომლებსაც ეხებოდათ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისინი დღეს მოდიან, გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, საგამოძიებო კომისიას უპასუხონ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ამ საქმის გამოძიებასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენა, ძალიან დიდი პატივისცემის გამოჩენა ინსტიტუციებთან მიმართებაში. ასეთი რამ არ მომხდარა, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოსულიყოს ყოფილი მთავარი პროკურორი, მოსულიყო შინაგან საქმეთს მინისტრი და პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. და ჩვენ ყველამ, საზოგადოების წინაშე, კომისიის ყველა წევრმა ასეთივე დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვუპასუხოთ აქ მინისტრების მოსვლას და ყოფილი მთავარი პროკურორის. და კონსტრუქციულ რეჟიმში პოლიტიკური ნარატივის გარეშე, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ რეალური პასუხები,“ - განაცხადა კომისიის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930