22-03-2023
დღეს, 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების მასშტაბურ კამპანიას, სახელწოდებით „ლურჯი ნაკადული“ ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
დასუფთავების აქციაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(აიპ)-ების თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს რეკრეაციული ზონები, ტურისტული მარშრუტები, ცენტრალური საავტომობილო გზებისა და მდინარის პირები. აქციის ფარგლებში დასუფთავდა აბასთუმნისა და ახალქალაქის გზატკეცილების, საბარგო სადგურის, სოფლების წნისის, გიორგიწმინდის, ღრელის, სვირის და მინაძის მიმართულებით არსებული გზის პირები, ასევე საავადმყოფოსთან მისასვლელი გზის, ახალციხისციხის, რაბათის ტყისა და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიები.
დასუფთავების აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
22 მარტი, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1993 წლიდან აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს და გარემოს!
16-11-2024
16-11-2024