გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაკრიტიკის პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა

22-03-2023

ComCom-ის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და პროექტებთან ერთად, მედიააკადემიის ერთ-ერთ მიმართულებაზე - მედიაკრიტიკის პლატფორმაზეც ისაუბრა.


ბექაურის განმარტებით, მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელიც ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ შექმნილ სარედაქციო კოდექსს ეფუძნება, საზოგადოებას სატელევიზიო და ონლაინ მედიის კვალიფიციურ კრიტიკას სთავაზობს.


კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მედიაკრიტიკა სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, რომელთა სტატისტიკაც შემდეგნაირია: 100 რეპლიკა - მცირე ფორმატის კრიტიკული სტატია, რომელიც ახალ ამბებში აღმოჩენილ დარღვევებს ეხება; 69 რეცენცია - ანალიტიკული სტატიები, რომლებიც მედიაპროდუქტის ანალიზს მოიცავს და 46 ბლოგი - საავტორო ხასიათის ანალიტიკული სტატიები. მისივე თქმით, 2021 წლის განმავლობაში, პლატფორმაზე 215 მასალა გამოქვყნდა.


„2021 წელს, მედიაკრიტიკის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ მასალებს 696 ათასი მომხმარებელი გაეცნო. მედიაკრიტიკის გვერდმა 2019 წლის 23 დეკემბერს დაიწყო მუშაობა და 2021 წლის ბოლომდე, ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ მასალებს 2,700,000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო" - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930