23-03-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს ბენჯამინ ჩარჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების მიმართულებით.
განიხილეს საქართველოში არსებული სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო. ხაზი გაესვა საქართველოს მოწინავე პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და აღინიშნა, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, APR Energy-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯოზეფ დიკამილიო, APR Energy-ს კომერციული განვითარების დირექტორი ჯონათან ვაილდსი და Wings and Freeman Capital-ის მმართველი პარტნიორი კარლო გოგინავა ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024