გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული წამლების გაძვირებაზე: ონკოდაავადებულების ხარჯზე მდიდრდებით და კიდევ სახელმწიფოს ჩარევას აპროტესტებთ! სად ბრძანდება ოპოზიციაში შემძვრალი ოქრიაშვილი, საკუთარი ბიზნესლობირებით რომ არის დაკავებული?

23-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეხმაურება აფთიაქების მიერ იმ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის გაოთხმაგებას, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება.

 

„მონოპოლიზებული ბაზრის კლასიკური სახე. აი, რატომ იგლეჯენ სახეს ეს ნაძირალები, ზოგი ოპოზიციაში რომ შეძვრა და ზოგი - პოლიტიკური სარჩულით „აპრავებს“ საკუთარი ბიზნესის რეგულაციაში მოქცევას. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ონკოდაავადებულების ხარჯზე რომ მდიდრდებით და მერე კიდევ აპროტესტებთ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, მაგიტომ ხართ ნაძირალები.

 

სად ბრძანდება ოპოზიციაში შემძვრალი ოქრიაშვილი, საკუთარი ბიზნესლობირებით რომ არის დაკავებული და ხალხი სულ ფეხზე ჰკიდია? ამიტომ ხართ ოპოზიცია გაკოტრებული, რომ ასეთი ნაძირალები წარმოადგენენ თქვენს სახეს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031