23-03-2023
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციის“ წარმომადგენლების მიღება და გამოფენა „ხელოვნება მშვიდობისთვის“ გამართა.
შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე, განვითარების ძირითად მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლს ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების განხორციელების საქმეში.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოკუპაციის თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები მხატვრების თეა გუნთაიშვილისა და ინგა ზეიკიძის ავტორობით. დამსწრე საზოგადოებას ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებმა და ქალაქ ბათუმის მერმა მიმართეს. ასევე, მოუსმინეს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციისა და ევროპული სკოლის წარმომადგენლებს.
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაცია საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდების სტრასბურგში ევროპულ ინსტიტუტებში დელეგატის სტატუსით დასწრებას მოიცავს. ღონისძიებაში თბილისის და ბათუმის სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული.
16-11-2024
16-11-2024