24-03-2023
წამლების ფასები, რომელიც იყო გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის, 60 %-დან 80 %-მდე შემცირდა წამლების ფასები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ, აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამას პროცენტიანი ფასნამატები გააკეთეს, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე, დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, შარშან აიკრძალა ონლაინ თამაშების რეკლამა და ონლაინ კაზინოებს გადასახადები გაუზარდეს.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ შარშან ავკრძალეთ ონლაინ თამაშების რეკლამა. 25 წლამდე ავუკრძალეთ ჩვენს თანამოქალაქეებს თამაში, გადასახადები გავუზარდეთ ონლაინ კაზინოებს,"- აღნიშნა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024