გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ საქართველოს დაწინაურებას ქართული ბიზნესის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ

3-08-2018

ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ. 
შპს „ჩემი რანჩოს“ მფლობელი, ვანო იოსელიანი თემაზე კომენტარის გაკეთებისას ამბობს, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო ცვლილება განხორციელდა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რაც პოზიტიურად აისახა საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებლებზე
„რა თქმა უნდა, სასიხარულოა საქართველოს წარმატება ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, თუმცა მგონია, რომ კიდევ ბევრი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც ახალმა მთავრობამ უნდა გაართვას თავი და ის რეფორმები, რომლებიც დაანონსებულია, წარმატებით განხორციელდეს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. „მწვანე ეკონომიკის“ პროგრამა, რომელიც ბატონმა პრემიერმა წარმოადგინა, ძალიან საინტერესოა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მთავრობას ამ საკმაოდ რთული პროექტის განხორციელებაში“ - აღნიშნა ვანო იოსელიანმა. 
მისი შეფასებით, საქართველოში ბევრი საინტერესო ცვლილება განხორციელდა ბიზნესისთვის, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც ძალიან დიდი სტიმულია განვითარებისთვის. 
„ჩემი აზრით, იმ მიმართულებებს შორის, რაც საქართველოს სასარგებლოდ პოზიტიურად იმოქმედებდა ევროპის პალატის რეიტინგში, არის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის“ - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 46 ქვეყანას შორის საქართველომ მე-18 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის.“ ქვეყნის პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა, ასევე 0.42 პუნქტით არის გაუმჯობესებული ჩვენი სარეიტინგო ქულა და ეს მაჩვენებელი 69.02-ს შეადგენს. 
„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი (მე-19 ადგილი), ლატვია (მე-20 ადგილი), სლოვენია (68-ე ადგილი), ესპანეთი (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), იტალია (26-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მონტენეგრო (30-ე ადგილი), მაკედონია (33-ე ადგილი), თურქეთი (38-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (45-ე ადგილი), უკრაინა (46-ე ადგილი) და სხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031