გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
25 მარტს „დედამიწის საათი“ აღინიშნა

26-03-2023

25 მარტს „დედამიწის საათი“ აღინიშნა – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


“მსოფლიოს საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ღონისძიების „დედამიწის საათი“ აღსანიშნავი კამპანიის ფარგლებში, თბილისში, ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგია გამოირთო ისტორიულ და საჯარო ორგანიზაციების შენობებში – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის სასახლესა და სამინისტროებში. განათება გამოირთო რიყის პარკში, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტზე, ძველი თბილისის შენობებში, თბილისის სატელევიზიო ანძაზე.


გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, „დედამიწის საათს“ საფუძველი 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით ჩაეყარა. 2023 წელს, „დედამიწის საათი“ ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაზე ტყისა და ეკოსისტემების დაცვის მიმართულებებით, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031