გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც სხვათაშორის, ძალიან საფრთხილოცაა

3-08-2018


მმართველი გუნდისა და „ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიას აქვს საშუალება მოუსმინოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს და მათი მხრიდანაც მზაობა არსებობს.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე დეპუტატების მხრიდან ბევრი კონკრეტული კითხვა დაისვა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, როდესაც საგამოძიებო კომისიას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს 2 ძალიან მნიშვნელოვან პირს და ეს მზაობა არის მათი მხრიდან. საუბარია ბატონ გიორგი გახარიაზე - შინაგან საქმეთა მინისტრზე და ბატონ ირაკლი შოთაძეზე - ყოფილ მთავარ პროკურორზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მათ უპასუხონ კომისიის შეკითხვებს.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც სხვათაშორის, ძალიან საფრთხილოცაა. მოგეხსენებათ, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს - ერთი და მეორე, საქმე წარიმართება სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ ბევრი კონკრეტული შეკითხვები დავსვით, ზოგადად, სხვა სხდომებზე, როდესაც ჩვენ კონკრეტული გამომძიებლები, პროკურატურის წარმომადგენლები გამოვკითხეთ. ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ეს ხალხი უშუალოდ აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს. მათ ჰქონდათ უშუალო წვდომა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა შესაძლებლობა არის ასევე იმისიც, რომ კონკრეტული პირები, ვინც კიდევ უფრო უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ისინიც გამოგვეკითხა, ვისი შესაძლებლობაც გვქონდა. ამაზეც შეგვიძლია ჩვენ შემდგომ ვიმსჯელოთ.  ჩემთვის მთავარი იყო რამდენიმე საკითხი დღევანდელი სხდომიდან, რომ პირველი: დაფიქსირებულიყო პრეცედენტი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი არ გაურბიან არც ერთ შეკითხვას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მოდიან კომისიის წინაშე, პატივს სცემენ ინსტიტუციას და პასუხობენ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს, მათ შორის, თქვენ მიერ დასმულ კონკრეტულ დეტალურ შეკითხვებს.  ამიტომ მე, ის კონკრეტული დეტალური შეკითხვები, რაც თქვენ, ჩემმა კოლეგებმა დასვით, კომისიის წევრებმა, ლოგიკურია. აღარ განვმეორდები და განვმეორდი, რომ დროის თვალსაზრისით დაგვეზოგა ერთმანეთის დრო და ჩვენ კიდევ იუსტიციის მინისტრი უნდა გამოვკითხოთ. ამიტომ, ის შეკითხვები, რაც დაისვა, მეც გავაჟღერე ფაქტობრივად, ოღონდ ერთი მთავარი შეკითხვით: ბატონ მინისტრს ვკითხე, ეთანხმებოდა თუ არა პოზიციას, რომ ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება არ გვაქვს სახეზე, არ ჩატარებულა. პასუხი მივიღე რომ კი ბატონო, ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იქონია თუ არა რომელიმე საგამოძიებო მოქმედების არჩატარებამ არსებითი გავლენა შედეგზე. ამიტომ, მე ამ ერთ საკითხს გამოვკვეთ, რომ ჩვენ  დასკვნაში ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად უნდა ვიმუშაოთ ამაზე. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი“- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მან კომისიაზე კითხვა გამოძიებაში შესაძლო ხარვეზებთან დაკავშირებითაც დასვა.

„მეორე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც მე დავსვი შემაჯამებელი სახით, ეს გახლდათ ფიქრობდა თუ არა ბატონი მინისტრი,   რომ შესაძლოა იკვეთებოდეს რაიმე ხარვეზები გამოძიებაში. რაზეც პასუხი იყო ის, რომ შესაძლოა გამოძიებაში იკვეთებოდეს რაიმე ხარვეზები და მან გამოთქვა მზაობა იმისთვის, რომ ერთად, თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც შეიძლება ფიქსირდებოდეს გამოძიებაში. მან თქვა ისიც, რომ დაწყებულია მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები ამ მიმართულებით და ბატონ გიორგის, როდესაც დავასრულებთ ვთხოვდი, რომ რა ღონისძიებებს ატარებთ ბატონო გიორგი, რადგან თქვენ ბრძანეთ, რომ შესაძლოა გამოძიებაში იყოს გარკვეული ხარვეზები, რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით, რომ ზოგადად აღმოიფხვრას და გაუმჯობესდეს საგამოძიებო მიმართულება, ამაზე რომ მიპასუხოთ ბოლოს. შესაბამისად, ამ ორი შეკითხვის შედეგად, მე ძალიან მნიშვნელოვანი პასუხები მივიღე , რომელზეც ჩვენ გვექნება, შემგდომ მსჯელობა.  კიდევ ერთხელ დეტალებში შესვლას ახლა აზრი აღარ აქვს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში. ბატონმა ირაკლიმაც ისაუბრა ზოგიერთ საკითხზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარვმართეთ და აქ შეკიტხვაც დაისვა, რა გავაკეთეთ ჩვენ ძირითად საკითხთან მიმართებაში, დაახლოებით 80-მდე პირი გამოვკითხეთ ჩვენ, მთელი ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უშუალოდ. ეს იყო ჩემი პრინციპული მოთხოვნა და ყოველთვის მივუთითებდი ჩემს კოლეგებს და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებდნენ, რომ წინმსწრებად ნუ გავაკეთებდით განცხადებებს, წინმსწრებად ნუ გავცემდით რეკომენდაციებს, ვინაიდან ჩვენი მთავარი მიზანი და საგამოძიებო კომისიამ უნდა შექმნას პრეცედენტი, რომ კომისია მუშაობს ანალიზზე დაფუძნებით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია გამოძიებასთან, ეს არ უნდა იყოს ეჭვების საფუძველზე პრეტენზია, ჩვენ უნდა გავამყაროთ კონკრეტული მტკიცებულებებით. მე იმედს ვიტოვებ, თუმცა ბატონმა ოთარმა გააჟღერა, რომ სკეპტიკურად ვარ განწობილი საკითხებზე შევჯერდებით თუ არაო, თუმცა ამ სკეპტიციზმის საფუძველი არ უნდა გქონდეთ ბატონო ოთარ და მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ წინასწარი შეფასებას დაცლით და პირიქით, გამსჭვალული იქნებით იმისკენ, რომ შევთანხმდეთ მთელ რიგ საკითხებზე, მაშინ როდესაც ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობას ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ. მე აქვე მინდა ვთქვა ის,  რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები და მომთხოვნები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვიტყვით, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, არის პარლამენტის პრესტიჟის საკითხი, ეს არის საპარლამენტო კონტროლის საკითხი, თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე საკითხი დავსვათ ეჭვზე დაყრდნობით. ეჭვის საფუძველზე ჩვენ რეკომედაციას ვერ გავცემთ, ჩვენ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, იმედია ამაზე ვთანხმდებით, მოგვიწევს შეთანხმება. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ვიქნებით მომთხოვნი ყველა იმ უწყებასთან მიმართებაში, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ გავცემთ დასკვნას, მთავარია ჩვენ შევჯერდეთ. მე ამის იმედს ვიტოვებ. ეს არის საგამოძიებო კომისიის პრესტიჟი, პარლამენტის პრესტიჟი, რომ პოლიტიკური ნარატივისგან დაცლილი დოკუმენტი შევიმუშაოთ. როდესაც ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისია იყო რისკები, რისკები არის დღესაც, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დღეს, ჩვენ ვიხილეთ ძალიან დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი ინტერესი შინაგან საქმეთა მინისტრისგან , ყოფილი მთავარი  პროკურორისგან, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას. მაქსიმალურად დაეხმარონ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. მოვიდნენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რაც უპრეცედენტოა კოლეგებო, ისაუბრეს დეტალურად. ასეთივე მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით ჩვენ უნდა გავცეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით  დასკვნა.

ბატონ გიორგის ვთხოვ, ის საკითხები , რომელიც თქვენ ბრძანეთ, რომ გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებების გატარებას შესაძლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელიც შესაძლოა არსებობდეს გამოძიების მიმართულებით, ამაზე, რომ ორიოდე სიტყვით გვითხრათ“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031