გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ზამბახიძე : „ევროპის პალატის“ რეიტინგი არის ძალიან კარგი, რათა მოიზიდო ინვესტორები ქვეყანაში

3-08-2018

„ვფიქრობ, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პალატამ გამოაქვეყნა არსებული ბიზნესგარემოს მიხედვით რეიტინგები, რომელშიც საქართველო, შარშანდელთან შედარებით, დაწინაურდა და მეოცედან მე-18 პოზიციაზე გადავიდა“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ევროპის პალატის რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“. 

ნინო ზამბახიძის თქმით, აღნიშნულ რეიტინგში შეფასება ხდება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგებიდან გამომდინარე, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთების გარემო არის ძალიან ხელსაყრელი. 
„ვფიქრობ, რომ ეს ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, რათა მოიზიდო ინვესტორები ქვეყანაში, რადგან ინვესტიციების მოზიდვა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას არ უზრუნველყოფს, ასევე განათლების თემასაც უზრუნველყოფს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ. 
ამასთან, მისი თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერმერული მეურნეობებისთვის გამოწვევები კვლავაც რჩება, რომელიც გრძელვადიანი არის და რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.
„ ესეთი არის განათლება, ეს არის იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ეს არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მაცოცხლებელია და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის რეალურად წინაპირობაა“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031