„ევროპის პალატის“ გავლენიანი რეიტინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა, რაც ნიშნავს, რომ არის დადებითი წინსვლა, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს, თუ კიდევ გავაორმაგებთ და გავასამმაგებთ ამ ციფრებს“ - განაცხადა კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „ევროპის პალატის“ პალატის რეიტინგის „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ შეფასებისას.
მისი თქმით, რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო დროს დაწყებული რეფორმები ბიზნესის კუთხით, ეს იქნება საგადასახადო, თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შემოღება და ექსპორტის არეალის გაფართოვება ქართული პროდუქციისთვის, ასევე ფაქტობრივად ბიუროკრატიის აღმოფხვრა, რაც უკავშირდება სხვადასხვა პროცესების გამარტივებას, რა თქმა უნდა, ყველაფერი აისახა რეიტინგში ქვეყნის პოზიციაზეა.
„შედეგად ჩვენ დავწინაურდით აღნიშნულ რეიტინგში და უკან ჩამოვიტოვეთ რამდენიმე ქვეყანა. საქართველო, როგორც რეფორმატორი ქვეყანაში, რიგ სფეროებში ინარჩუნებს წამყვან პოზიციას. თუმცა, ვფიქრობ, უფრო მეტი აქტიური ნაბიჯი უნდა გადადგას უშუალოდ ბიზნესმა, რომ დავეწიოთ სხვა მოკავშირე ქვეყნებს და გავხდეთ რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა და შევინარჩუნოთ ის წარმატება, რაც გვაქვს“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფოსთან შეთანხმებით ასევე უნდა მოხდეს ქართული კულტურის პოპულარიზაცია, რომელიც უშუალოდ ტურიზმის განვითარებას მოიაზრებს.
როგორც „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ასევე სასიხარულოა ბოლო დროს მიღწეული წინსვლა ტურიზმის სტატისტიკაში.
„ის, რომ გაიზარდა ტურისტული შემოდინება საქართველოში, ის რომ 3-4 წლის პერსპექტივაში ჩვენ საშუალოდ 20 მილიონამდე ტურისტს ვუმასპინძლებთ ქვეყანაში, არის იმის გარანტი, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და საქართველო არის ნამდვილად ის ახალი მიმართულება, რომელიც ძალიან საინტერესოა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისა და მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა ნუცა აბრამიშილმა.