3-08-2018
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით.
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ.თ. ბრალდებულ ტ.მ.-ს ძმას გაეცნო, როგორც პროკურატურის თანამშრომელი, დაარწმუნა თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ტ.მ.-ს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან. დაზარალებული მოქალაქე ტ.მ. დათანხმდა მოთხოვნას და სრულად გადაუხადა ზ.თ.-ს მოთხოვნილი თანხა, რასაც ზ.თ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“- ნათქვამია განცხადებაში.
19-12-2024
18-12-2024