9-01-2018
საფრანგეთის პროკურატურამ კომპანია Apple-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო iPhone-ის მუშაობის შეფერხების გამო. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით AFP და Reuters წერენ. საფრანგეთის ხელისუფლება კომპანიას ძველი სმარტფონების მუშაობის წინასწარ დაგეგმილ და განზრახულ შეფერხებაში ადანაშაულებს. გამოძიებაში საფრანგეთის ანტომონოპოლიური სამსახური ჩაერთვება.
Apple-ის წინაღმდეგ სარჩელი ასოციაცია Halte à l'obsolescence programmée-მა შეიტანა, რომლის აქტივისტებიც ამბობენ, რომ კომპანია iPhone-ის ექსპლუატაციის ვადებს სპეციალურად ამცირებს, რათა ახალი მოდელებით შეცვლა დააჩქაროს. კომპანიაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.
Apple iPhone-ის მუსაობის შეფერხებაში 2017 წლის დეკემბერში ამხილეს. მოგვიანებით, კორპორაციამ აღიარა, რომ მართლა ძველი აკუმულატორების სმარტფონების მუშაობის ხანგრძლივობას მართლა შეაფერხა. კომპანიის წინააღმდეგ უკვე შევიდა სასმართლოში რამდენიმე სარჩელი. კერძოდ, კალიფორნიის მცხოვრებმა Apple-სგან ტრილიონი დოლარი მოითხოვა.