1-04-2023
ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი? - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იმ პირებს, ვინც 7, 8, 9 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს გმირად მოიხსენიებს, გმირობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.
გვიდიანი აღნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო შენობაზე შტურმის მიტანა, მანქანების დაწვა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
„თქვენ მართლა თავში სკვაზნიაკი ხომ არ გაქვთ?! ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი??? გმირობაზე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ვიცით, მაგრამ გმირის განმარტება ენციკლოპედიაში მაინც წაიკითხეთ და მერე გამოეფინეთ აქ თქვენი მოწოდებებით. ერთი დაიმახსოვრეთ, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და არავის შერჩება სახელმწიფოებრიობაზე შტურმის მიტანა. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, მათ შორის, ცხადია, ის სუბიექტიც“,- წერს გვიდიანი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024