გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
21 აპრილს Giegling საქართველოში ღონისძიებას საკუთარი გაიდლაინით ჩაატარებს

1-04-2023

ნაკრძალი 2023 წელს "Giegling Showcase"-ით იწყებს. Event-ს საფესტივალო ფორმატი ექნება - სტუმრებს ლოკაციაზე, სპეციალური სივრცეები, საოცარი ხედი, განსაკუთრებული ენერგია, მუხტი და პერფორმანსები დახვდებათ.

 

საქართველოში 21 აპრილს დაანონსებული ღონისძიებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა,  განათება და აუდიო სისტემის გამართვა, Giegling-ის გაიდლაინის მიხედვით განხორციელდება.

 

ამ მხრივ რესურსი და ენერგია არ დავზოგეთ, რათა არტისტების თითოეული რეკომენდაცია გაგვეთვალისწინებინა და მოგვერგო არსებული რეალობისთვის. ტერიტორიის შიდა ლოკაცია სრულად იფუთება შესაბამისი მასალით, ხარისხიანი აუდიო სისტემის დასაყენებლად და უსაფრთოხება მათი მოთხოვნების შესაბამისად იქნება დაცული” - ღონისძიების ორგანიზატორი ნინი არდია.

 

Video link: https://fb.watch/jDVPxOkNNU/

  

"Giegling" რამდენიმე არტისტის საერთო ისტორიაა, რომელიც დიდი ხნის წინ, ვეიმარში კლუბის გახსნით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი მის გარშემო შეკრებილი მეგობრების მსოფლიო დონის ლეიბლად იქცა.

 

მსმენელისთვის “Giegling”-ი შეგრძნებაა, რომელშიც ნოსტალგიის განცდა ცოცხლდება; მიდგომაა, რომლის ადაფტირებაც ყველაფერში შესაძლებლებელია.

 

“Giegling” ელექტრონული მუსიკის სფეროში თავისი გამორჩეული სტილით იქცა ყველასთვის ცნობილ ლეიბლად.

 

Lineup:

Leafar Legov live

Konstantin

Lawrence

Gio Shengelia

Lawrence B2B Leafar Legov B2B Konstantin

Event link: https://fb.me/e/Pa5aQ9oL

  

Credits

  • Event-ს განათების სისტემით უზრუნველყოფს Sound Group
  • Event-ს აუდიო სისტემით უზრუნველყოფს FUNKTION-ONE RENTAL GEORGIA
  • უსაფრთხო გართობის ხელშეწყობის მიზნით ივენთამდე ჩატარდება “მანდალა"-ს workshop. (დასაწყისი 21:30 სთ)
  • მთაწმინდის საბაგიროთი სარგებლობის საშუალება სტუმრებს 24 საათის განმავლობაში ექნებათ

 

21 აპრილს, თბილისი

მთაწმინდის პარკი, კლუბი ანდერვილი

 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930