გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს

2-04-2023

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და  შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით   განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული   პროექტები.


თენგიზ ნასარიძემ  ყურადღება იმ პროექტებსა და სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება.


დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. 


შეხვედრა  შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031