გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. როდესაც მოვიხედე, დავინახე, რომ ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც იყო სისხლიანი - ფრაგმენტი ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენებიდან

2-04-2023

„იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა 2 წლის წინ ლაზარე გრიგორიადისის მამის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მაშინ ბექა გრიგორიადისი საკუთარმა შვილმა ცივი იარაღით დაჭრა. მამის ჩვენება ერთხელ უკვე ნასამართლევი გრიგორიადისის საქმეში დევს.


„ჯერ ერთ, შემდეგ მეორე დუნდულზე ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. როდესაც მოვიხედე, დავინახე, ჩემს შვილს, ლაზარე გრიგორიადისს, მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო. ჩემი ძმა მაშინვე მოვიდა ჩემთან და მითხრა, დაგჭრაო? მე ხელი მოვისვი ორივე დუნდულზე და ვნახე, რომ სისხლი მომდიოდა. ამ დროს ლაზარესთან მივიდა ჩემი ძმა და დაიჭირა, რათა არ მოსულიყო ჩემთან ახლოს. მე ძალიან დავიბენი, ვინაიდან ჩემთვის ჩემი შვილის საქციელი იყო აბსოლუტური მოულოდნელობა“, - აღნიშნულია მამის ჩვენებაში.


პოლიციაზე თავდასხმისთვისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში ჩვენებას ხვალ მისცემს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930