5-08-2018
რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გერმანული გამოცემა «Mannheimer Morgen» სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას გთავაზობთ:
2008 წლის 7 აგვისტოს ქართული არმია სამხრეთ ოსეთში შეიჭრა. საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მან რუსეთის აგრესიას უპასუხა. ევროკავშირის მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც სამხედრო ექსპერტებისგან, იურისტების, ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგებისაგან შედგებოდა, ერთი წლის შემდეგ წარადგინა მოხსენება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ასეთი განცხადება უსაფუძვლოა. ამრიგად, საქართველოს არმიის მიერ სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალისათვის ტყვიის დაშენა და დაბომბვა გაუმართლებელი იყო.
უეჭველია, კონფლიქტის ესკალაციას რუსეთმაც ხელი შეუწყო: წინა წლებში სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის მოსახლეობა რუსული პასპორტებით იქნენ უზრუნველყოფილნი, რითაც სიტუაციის დესტაბილიზება ხდებოდა. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთში საქართველოს შეჭრის შემდეგ რუსეთის პასუხი არაპროპორციულად ხისტი აღმოჩნდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს სეპარატისტულ პროვინციებში არაერთხელ მომხდარა სამხედრო შეტაკებები. 2008 წლის ივლისში სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა: რუსეთის არმიამ საქართველოს (სამხ.ოსეთის) საზღვართან სამხედრო წრთვნები „კავკასია-2008“ დაიწყო, 7-8 აგვისტოს ღამით კი ცხინვალი ქართული არმიის საარტილერიო დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდა. 10 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსკოვმა თავისი სამხედრო კონტროლი აფხაზეთზეც გაავრცელა. 12 აგვისტოს რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვევდევის ბრძანებით, საქართველოში რუსეთის არმიის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს, რომლებიც დამოუკიდებლად აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ.
ეკონომიკური თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთი (მოსახლეობა - დაახლოებით 50 ათასი) და აფხაზეთი (მოსახლეობა - დაახლოებით 250 ათასი) მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი.
19-12-2024
18-12-2024