3-04-2023
„ლაზარე გრიგორიადისი უბედურია და ჰგონია რომ მისი უბედურების მიზეზი არის ქვეყანა რომელშიც ცხოვრობს. ამიტომ ცდილობს დაანგრიოს ქვეყანა, მოკლას მშობელი (პირდაპირი მნიშვნელობით). მას ჰგონია, რომ ნანგრევებზე აღმოცენდება ახალი ქვეყანა. სინამდვილეში ეს უტოპიური სოციალური ინჟინერიის ამოცანაა, იმიტომ რომ გრიგორიადისის უბედურების მიზეზი არის თვითონ გრიგორიადისი“- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ლაზარე გრიგორიადისი არქეტიპური ფიგურაა იმ საპროტესტო ტალღის რომელსაც ზეტ-გენერაციას უწოდებენ და საკუთარი ინტერესებისთვის ცდილობენ მართონ.
ლაზარე გრიგორიადისი უბედურია და ჰგონია რომ მისი უბედურების მიზეზი არის ქვეყანა რომელშიც ცხოვრობს. ამიტომ ცდილობს დაანგრიოს ქვეყანა, მოკლას მშობელი (პირდაპირი მნიშვნელობით). მას ჰგონია, რომ ნანგრევებზე აღმოცენდება ახალი ქვეყანა, ახალი საზოგადოება, ახალი ეთიკა რომელშიც მარჯვენას მარცხენა ერქმევა, მაღალს დაბალი, იქნება ბუნების და ბიოლოგიის საპირისპირო და მორგებული იქნება მასზე.
სინამდვილეში ეს უტოპიური სოციალური ინჟინერიის ამოცანაა, იმიტომ რომ გრიგორიადისის უბედურების მიზეზი არის თვითონ გრიგორიადისი. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აუცილებლად ბედნიერი უნდა იყო და თუ არა ხარ ბედნიერი მაშინ ასეთი სამყარო არ გჭირდება, უნდა გაანადგურო, შექმნა ახალი შენთვის კომფორტული და შეუძლებელი. ასეთი წარმოდგენა ჩნდება უკიდურესი ეგოცენტრიზმისგან, იმის შეგრძნებიდან რომ სამყაროს ცენტრი ხარ. თავისი არსით არის მავნე. სინამდვილეში საქმე ზეტ-გენერაციაში კი არ არის, პრობლემაა დაკარგული ადამიანები რომლებიც ვერ გახდნენ პიროვნებები და ჩარჩნენ ინფანტილურ პუბერტატში. მათ აქვთ ეგოცენტრული სურვილები და არ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ფილოსოფია, კულტურა, ქრისტიანული ეთიკა გვასწავლის, რომ სამყაროს ცენტრი არა ხარ.
არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ვიდრე მზის ამოსვლა და ჩასვლა, ვიდრე შენი პირადი კომფორტი და ბედნიერება. ბუნება უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის და თუ ამ სამყაროში შენთვის ყველაფერი მიუღებელია, მაშინ სამყაროს კი არა საკუთარი თავის განადგურებაზე უნდა იფიქრო. ნიჭიერი ადამიანები სამყაროს მიუღებლობას გარდაქმნიან შემოქმედებაში, უნიჭოები და პლებეები რესენტიმენტში“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
16-11-2024
16-11-2024