გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

6-08-2018

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცველელად გტავაზობთ.

„ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული თ.შ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 18 იანვარს თ.შ. და მისი თანამზრახველი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეირაღებული თავს დაესხნენ თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში მცხოვრებ და-ძმის მ.შ.-ს და ლ.შ.-ს ოჯახს, რა დროსაც დაზარალებულები სასტიკად სცემეს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით გაიტაცეს მათი კუთვნილი 280 ლარი და 180 აშშ დოლარი, 350 ლარად ღირებული სანადირო თოფი და 5 380 ლარად ღირებული ოქროს სამკაულები.
სამართალდამცველებმა თ.შ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 23 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031