გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება

4-04-2023

ონის მუნიციპალიტეტში ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელებით თითოეულ ოჯახს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებს- 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი.
ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ქალაქი ონი;
უწერა;
ღები;
ღარი;
გლოლა;
ნაკიეთი;
ჭიორა.
ქსელის მშენებლობას „ოუფენ ნეტი" ანხორციელებს, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი" არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930