გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვენახების კადასტრის პროგრამა წელს დასავლეთ საქართველოში განხორციელდება

4-04-2023

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ და სააგენტოს მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვენახების კადასტრი გულისხმობს დეტალური ინფორმაციის შეგროვებას მევენახეების, ღვინის მწარმოებლებისა და ვენახების შესახებ, რაც იძლევა ვენახების ფართობებისა და ყურძნის წარმოების მონიტორინგის საშუალებას.


პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა ფართობის ვენახები, წელს კი სრულად მოიცავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს.


 შეხვედრას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე თორნიკე ტიკაძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები  და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31