გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა

6-08-2018

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა, 68 წლის ქალბატონმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა. 

როგორც "აქცენტს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალბატონმა რესტორანში 350 კაცი დაპატიჯა, თუმცა მათ წინასწარ არ უთხრა, თუ რასთან დაკავშირებით ეპატიჟებოდა. 

რესტორანში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა საკუთარი ქელეხი წინასწარ გადაიხადა. 

"შეკრებილ სანათესაოსა და საახლობლოს გვითხრა, მე დაუოჯახებელი, მარტოხელა ქალი ვარ, რომ გარდავიცვლები არ ვიცი ვინ რას გამიკეთებს და წინასწარ ვიხდი ქელეხსო. ჩვენთან წესია, როცა ქელეხია, ყველა რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმდენ თანხას ვაძლევთ ხოლმე ოჯახს, თუმცა ქალბატონმა ამაზეც უარი განაცხადა" – განუცხადეს "აქცენტს" ადგილობრივებმა. 

დამატება

„აქცენტს“ დაუკავშირდნენ ზემოთხსენებული ქალბატონის ახლობლები. გთავაზობთ მათ წერილს:  

„აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით მინდა გადმოგცეთ ოჯახის გულისტკივილი. იმ სუფრასთან, როცა საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მობრძანებული ადამიანები ერთმანეთის მონატრებას იქარწყლებდნენ და ლხინობდნენ, როგორ შეიძლება, ქელეხის სუფრა დაარქვა და ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელსა და შემოქმედს გული ატკინო და უანგარო შრომა წყალში ჩაუყარო, როგორ შეიძლება, საკვების რაციონის მიხედვით განსაზღვრო ქელეხისა თუ ქორწილის სუფრა.

ქ-ბ მერის ორგანიზებით ნამდვილად გაიმართა დიდი სანათესაო შეკრება 4 აგვისტოს თერჯოლის რ-ში და ეს შეკრება იყო უნიკალური ადამიანური ურთიერთობებით, სტუმარ-მასპინძლობითა და დიდი ლხინით.

მინდა ასევე ავღნიშნო  ამ ქალბატონის უდიდესი ენერგია და ცხოვრების მიზანი, რასაც ადამიანური ურთიერთობები, სანათესაოს ერთმანეთთან შეკრება, თაობათა გაცნობა და სტუმართ-მასპინძლობა ჰქვია. უკვე ასეთი გრანდიოზული მე-4 შეკრება გააკეთა ქ-ბ მერიმ, დიდი ზეიმით ტორტითადა ცეკვა თამაშით, უანგაროთა და საკუთარი მცირე შემოსავლის ხარჯზე, რაც მემგონი დასაფასებელი და საამაყოა დღევანდელი გაცივებული ადამიანური ურთიერთობის აღსაგენად". 


accent

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930