გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუნუშა ვასაძე: კეზერაშვილმა ოპოზიციას მე ვაფინანსებო, ცისკარიშვილმა აქციები ჩვენ დავაორგანიზეთო, დეკანოიძემ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაციაო - რა სიმართლის ლაპარაკი მოუნდათ? გადმოვიდნენ ჩვენსკენ თუ აიჭრა უბრალოდ ყველა?

5-04-2023

ფეისბუქ-მომხმარებელი, ნუნუშა ვასაძე, სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ხატია დეკანოიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც დეკანოიძე „ნაცმოძრაობის“ შიდა არჩევნების დროს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირებას დიდ შეცდომას უწოდებს.

 

ნუნუშა ვასაძე ხატია დეკანოიძის აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, იხსენებს დავით კეზერაშვილის განცხადებას ოპოზიციის დაფინანსების თაობაზე და პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას 7-9 მარტის აქციების "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაორგანიზებასთან დაკავშირებით.

 

„კეზერაშვილმა ოპოზიციას მე ვაფინანსებო, ცისკარიშვილმა აქციები ჩვენ დავაორგანიზეთო, დეკანოიძემ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაციაო… ამათ ხო მშვიდობა აქვთ ოჯახში? რა სიმართლის ლაპარაკი მოუნდათ? გადმოვიდნენ ჩვენსკენ თუ აიჭრა უბრალოდ ყველა?“ - წერს ნუნუშა ვასაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930