გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში

5-04-2023

„იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ!“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

 

გვენეტაძე ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში!

 

„იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ! რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს! არცერთი სიტყვა 7-8 მარტის ვანდალურ მოვლენებზე! არცერთი შეფასებით განცხადება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაზე! უფრო მეტიც საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებები აშშ-დან თავისუფლების ქანდაკების ფონზე დასცხეთ, მიაწექით, დაწვით! და უცბად ვითომდაც მოსამართლეების კორუმპირებულობით, ფაქტების გარეშე 9 აპრილის წინა დღეებში მხარს უჭერენ ხ ა ბ ე ი შ ვ ი ლ ს! მოკლედ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031