6-04-2023
"იმედის" ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქართული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა, -ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
გვიდიანის განცხადებით, საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვას - რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუწესდათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს - ელჩმა გაურკვეველ საჯარო წყაროებზე მიუთითა. რაც შეეხება სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას, კელი დეგნანმა, მასზე პასუხს თავი აარიდა.
"იმედის" ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქარული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის კითხვა - თუ რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაწესდა სანქციები?! ამაზე პასუხი იყო, რომ ეს საჯარო წყაროებიაო. რა გამოდის - გაურკვეველ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ადამიანზე მტკიცებითი ფორმით თქვა, რომ ის კორუმპირებულია და მის მიმართ სანქციები დააწესო? ეს არის ამერიკული სტანდარტი? ეს არის კანონის უზენაესობის ამერიკული გაგება? მეორე - კითხვაზე, თუ რატომ არ დაწესდა სანქციები სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ, რომელთა წაინააღმდეგ არათუ რაღაც NGO-ების მიერ ჩატარებული კვლევები, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს, უპასუხა, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისო.
ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუშია. გასაგებ ენაზე კი ნიშნავს - "სააკაშვილ-ადეიშვილი ნაბიჭვრები არიან, თუმცა ჩვენი ნაბიჭვრები“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024