გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს კლუბი „არმია“ ფუტსალის ლიგის გამარჯვებულია

10-04-2023

თავდაცვის სამინისტროს კლუბმა „არმიამ“ ფუტსალის ლიგის თასის ფინალში გაიმარჯვა - „არმიამ” მოწინააღმდეგე “სპორტუნი” ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, ფუტსალის ლიგის თასის ფინალში თავდაცვის სამინისტროს კლუბი „არმია” პირველად გავიდა.


„ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გულშემატკივართა შორის იყვნენ ქართველი ჯარისკაცებიც. თამაშის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.


ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება ყოველ წელს იმართება და ტურნირში უმაღლესი ლიგის გუნდები მონაწილეობენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031