გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: პოროშენკო ლუდს ჰგავს, რომლის გამოც უკრაინელებს ძლიერი ბახუსი ექნებათ

19-12-2017

"უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ლუდს ჰგავს, რომლის გამოც უკრაინელებს ძლიერი ბახუსი ექნებათ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა NewsOne-ის ეთერში განაცხადა.
გადაცემის ეთერში სააკაშვილმა პარალელი გაავლო პოლიტიკოსებსა და ალკოჰოლური სასმელების სახეობებს შორის. მან ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არაყს შეადარა.

"არსებობს ვისკი, როდესაც არაყს ან ვისკის სვამ, ორგანიზმი მობილიზებას ახერხებს, ირთვება თავდაცვის უნარი, რადგან ორგანიზმი აცნობიერებს, რომ ეს საწამლავი და შხამია. იცით რომელია ყველაზე სახიფათო ალკოჰოლი? ლუდი. როდესაც ლუდს სვამ - ის სულ 12-გრადუსიანია - ორგანიზმს ჰგონია, რომ ეს საკვებია და უფრო და უფრო მეტს იღებ. აი, იანუკოვიჩი - ეს არაყი იყო, ეს იყო ვისკი. პოროშენკო კი ლუდია", - აცხადებს სააკაშვილი.

მან აგრეთვე ისაუბრა თავისი წერილის შესახებ, რომელიც პოროშენკოს მიწერა.

"მე მას მივწერე: თქვენ მე დამამცირეთ. არ შეიძლება არ იცოდეთ, რომ მე მოსკოვის აგენტი არ ვარ, მაგრამ თქვენზე ცუდი გულში არ მაქვს ჩატოვებული. თქვენ მიმართ აგრესიული ზრახვები არ მამოძრავებს. ამ სიტუაციაში გამარჯვებული მხოლოდ პუტინი იქნება, თუმცა მე მაინც მზად ვარ საუბრისთვის. იმის შესახებ საუბრისთვის, რის შესახებაც პრეზიდენტ შევარდნაძეს ველაპარაკებოდი. მე მას ვესაუბრებოდი მისი ძალაუფლებიდან მშვიდობიანად წასვლის შესახებ, სისხლისღვრისა და ძალის გამოყენების გარეშე", - აღნიშნავს სააკაშვილი.

წყარო: ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930