გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს

10-04-2023

მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა მიუღებელია.


„დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, დღევანდელი შეხვედრისთვის. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან, ასევე მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის, სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისგან, ყოველგვარი ზეწოლისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ვისწრაფვით. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც არის დღეს- დამოუკიდებელი და თავისუფალი. თავისუფალი, დამოუკიდებელი ყოველგვარი ჩარევებისგან. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა. იქნება ეს შიდა ჩარევა, მთავრობის მხრიდან თუ სხვა, ნებისმიერი სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. ასევე, რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. მოსამართლეების მიმართ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930