10-04-2023
ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებიც ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოსამართლეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს მოსამართლეების დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
„ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, ყველა მოსამართლეს, თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს სასამართლო რომ გვაქვს კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან თავისუფალი, ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოსა და მოსამართლეების დამსახურება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024