10-04-2023
ეს იყო „სურპრიზი" ჩემთვისაც და ჩვენთვისაც, მე არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ყოველთვის მოვისმინოთ. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ეს არის დაუშვებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო გვქონდეს.
„მე გეტყვით, რომ ჯერ ერთი არა თუ მე, არამედ არც ერთ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა არ უნახავს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. შესაბამისად ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროა და გაუგებარია, ამის თაობაზე თქვენ ალბათ გაეცანით საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და წერილს, რომლითაც მან მიმართა თავის კოლეგას. მე ვფიქრობ სიმართლე გაირკვევა, ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა.
ეს იყო „სურპრიზი" ჩემთვისაც და ჩვენთვისაც, მე არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ყოველთვის მოვისმინოთ. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ეს არის დაუშვებელი.
ხელისუფლებები, მთავრობები აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ დამოუკიდებელი სასამართლოები. ყველა ქვეყანაში ესაა ერთგვარი ტაბუ, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. მე გიყვებით ზოგადად, ჩვენ ამ პოლიტიკას მივდევთ, როგორც მთავრობა და ამ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ. ესაა ჩვენი საერთო სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო გვქონდეს,"- განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024