გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სერტუსი“ - სანდო და ვალიდური შეფასება ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებისათვის

11-04-2023

10 მაისს მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაში და შესაბამისი სერტიფიკატიც აიღონ. ამისათვის გამოსაცდელმა უნდა აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან და გაიაროს რეგისტრაცია.


პირველი გამოცდისათვის რეგისტრაცია ვებგვერდზე www.naec.ge12 აპრილს დაიწყება და 7 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.


პროექტი 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ „სერტუსის“ განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას.


„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ასევე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს.


სერტუსიმაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის -ტესტირების შედეგი  შესაძლებელია გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში.


„სერტუსი“ დასაქმების მსურველებისათვის -  „სერტუსი“ ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალებაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს და მიზნის მისაღწევად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სჭირდებათ. პოტენციურ დამსაქმებელთან სერტიფიკატის წარდგენა ტესტირების ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდშიიქნება შესაძლებელი.


პარტნიორ უნივერსიტეტთა, ასევე იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომლებიც ნდობას უცხადებენ ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს, მოცემულია ცენტრის ვებგვერდზეwww.naec.ge. მათი რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზრუნავს სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებზე - პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი შესაძლებლობას აძლევს სოციალური გრანტის მქონე მეოთხე კურსის სტუდენტებს, ერთხელ უფასოდ გაიარონ „სერტუსის“ სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.


ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს სურვილისამებრ - როგორც სრული ტესტი, ასევე მისი ნაწილი/ნაწილები. ტესტირების საფასური მსგავსი საერთაშორისო ტესტირებების ღირებულებაზე  მინიმუმ ორჯერ ნაკლები იქნება. მსგავსი ტესტირებებისაგან განსხვავებით, „სერტუსის“ სერტიფიკატის ან ცნობის ასაღებად გამოსაცდელს დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება.


დეტალურ ინფორმაციას ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930