11-04-2023
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებას.
ფინანსთა მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, ასევე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის შესახებ.
ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და ამ კუთხით, შავი ზღვის ელექტრო წყალქვეშა კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.
16-11-2024
16-11-2024