გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: "კეზერას" ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს

12-04-2023

ეს რა აჯახა BBC-მ ამ "კრისტალურად ბინძურ" ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფლი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.

 

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მათ, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, უხერხულობა უნდა შეექმნათ მას შემდეგ, რაც BBC-მ თაღლითური ქსელის უკან მდგარი ბიზნესმენები გამოავლინა, რომელთა შორის, ერთ-ერთი სწორედ დავით კეზერაშვილია.

 

„ეს რა აჯახა BBC-მ ამ "კრისტალურად ბინძურ" ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით. კეზერვიზიებისთვის და კეზერპარტიებისთვის ოდნავ უხერხული მაინც უნდა იყოს "კეზერასგან" ფულის მიღება. თუმცა, მიჰყვებიან რა ვანოსა მცნებასა - ფულს სუნი არ უდის. თან "კეზერას" ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930