გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, ომამდელ პოზიციებზე

8-08-2018

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, ომამდელ პოზიციებზე.

ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მტკიცე და ურყევია. ეს რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ისინი არ ეკუთვნის რუსეთის. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, ომამდელ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს პროცესი გრძელდება," - განაცხადა ჰიზერ ნოიერტიმ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31