12-04-2023
ფორმულას წამყვანები რომ არიან, მრავალათასიანი ხელფასები რომ აქვთ, 20 000 ლარზე მეტი ყოველ თვე, ბატონი თარგამაძე სად არის, რას გეტყვით, ესეც „ქართული ოცნების“ ნარატივი ხომ არ არის, მათი კოლეგები ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ასკვნიან, რომ მათმა, ანუ „ფორმულას“ დამფინანსებელმა გაძარცვა და დღემდე ძარცვავს თურმე პენსიონერებს და ამ ფულით მერე თარგამაძეები და ის რომ ყავთ, ტაბლიაშვილი, მორალს რომ კითხულობს ხოლმე დაყენებული ხმით, ჟიჟი, არ გიტყდება ახლა პენსიონერების ნაძარცვი ფულით რომ ხელფასს გიხდიან ყოველ თვე, სანაია ვახო, არ გიტყდება? ახლა მაინც გამოდი და თქვი, სწორია თუ არა, ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა თქო ბიბისის ეს გამოძიება, მშვილდაძეზე არაფერს ვიტყვი, ეყოფა რაც ჭირს, ეს არის თქვენი მორალი - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის რეპორტაჟის კომენტირებისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამბობს იმას, რაც მოვისმინეთ BBC- ზე, რომ კეზერაშვილის თითოეული თეთრი ეს არის ჩვენი გმირი ბიჭების, სამხედროების, თავდაცვის უწყების და შემდეგ უკვე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით.
მისივე თქმით, ბატონი კეზერაშვილი ამის შემდეგ ბედავს, გამოდის და მორალს გვიკითხავს.
„აქ სიახლე არაფერი ყოფილა. ამჯერად უკვე ევროპის ერთერთი მნიშვნელოვანი წამყვანი საინფორმაციო არხიდან, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს 5 ბიზნესმენი თუ რამდენიც არის, ჩართული არიან ევროპელი პენსიონერების ძარცვაში. ბატონი კეზერაშვილი ამის შემდეგ ბედავს, გამოდის და მორალს გვიკითხავს. უფრო მეტიც, მე დემოკრატიას მხარს ვუჭერო, მედიის განვითარებაში ვარო. ე.ი. პენსიონერების ნაძარცვი ფულით, ეს არის ამათი მორალი.
მე ახლა მაინტერესებს, ფორმულას წამყვანები რომ არიან, მრავალათასიანი ხელფასები რომ აქვთ, 20 000 ლარზე მეტი რომ აქვთ ყოველ თვე, ბატონი თარგამაძე სად არის, რას გეტყვით, ესეც „ქართული ოცნების“ ნარატივი ხომ არ არის, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, მათი კოლეგები ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ასკვნიან, რომ დიახ, მათმა, ანუ ფორმულას დამფუძნებელმა, დამფინანსებელმა გაძარცვა და დღემდე ძარცვავს თურმე პენსიონერებს და ამ ფულით მერე თარგამაძეები და ის რომ ყავთ, ტაბლიაშვილი, მორალს რომ კითხულობს ხოლმე დაყენებული ხმით... ჟიჟი, არ გიტყდება ახლა? არ გიტყდება პენსიონერების ნაძარცვი ფულით რომ ხელფასს გიხდიან ყოველ თვე, რამდენიმე ათასს, სანაია ვახო, არ გიტყდება ბიჭო? ეხლა მაინც გამოდი და თქვი აბა, სწორია თუ არა, ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა თქო ბიბისის ეს გამოძიება, მშვილდაძეზე არაფერს ვიტყვი, ეყოფა რაც ჭირს.
ეს არის თქვენი მორალი. თავმოყვარე რომ იყოთ, ღირსება რომ გაგაჩნდეთ, დღესვე გამოხვალთ, დატოვებთ და იტყვით, რომ მე ასეთ ტელევიზიაში არ ვიმუშავებდიო, მაგრამ ვერ იზამთ ამას, არ იზამთ, იმიტომ, რომ თქვენი მორალი არის ამორალური, შემდეგ კიდევ ბედავთ და ქართველ ხალხს დემოკრატიაზე ლექციებს უკითხავთ, ღირსებაზე, პატრიოტიზმზე შეგიძლიათ საათობით ჩაწეროთ მრავალათას ბიუჯეტიანი გადაცემები. შემდეგ თვის ბოლოს, ის მრავალათასიანი დარიცხული ხელფასი, რომელიც 20 000 ლარზე ნაკლები რომ არ გაქვთ, როგორც თქვენი ჟურნალისტები ამბობენ, ხოლო რიგით ჟურნალისტებს ხელფასს არ უხდით და გაგირბიან. სამაგიეროდ გყავთ პენსიონერების მძარცველი დაფინანსებით და ეს არ გიტყდებათ ადამიანურად. ეს არის თქვენი ღირსება და მორალი, ამიტომაც, რეიტინგებში, მიუხედავად იმისა, იმ ნაძარცვი ფულით რომ მილიონებს გახარჯავთ, მაინც ბოლოში ხართ. „ენკი-ბენკი“ გისწრებთ მგონი რეიტინგში, ასე იქნებით ყოველთვის - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
16-11-2024
16-11-2024