გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს

12-04-2023

სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შიდა ქართლში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად, სანერგეების ინსპექტირებას ახორციელებს.


საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია უზრუნველყოს ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა, როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებასახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას რეესტრიდან იღებს.


სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი თესლითა და სარგავი მასალით უზრუნველყოფს, რაც იმპორტირებული მასალის ჩანაცვლებას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან დაიცავს.


სანერგე მეურნეობებისთვის ხარისხის სისტემა, რომელიც დღეს ნებაყოფლობითია, 2024 წლისთვის სავალდებულო გახდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31