გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთი, ომზე უარი ეთქვა

8-08-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რაც 2008 წელს მოხდა არ იყო ერთი ეპიზოდი სადღაც კავკასიის რეგიონში. 
მისივე თქმით, საქართველო შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთი ომზე უარი ეთქვა.
ამის შესახებ სააკაშვილმა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველო შეეცადა დაერწმუნებინა რუსეთი ომზე უარი ეთქვა. 2008 წლის თებერვალში შედგა შეხვედრა ჩემსა და პუტინს შორის. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვარ ხელი მოვაწერო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში არ განთავსდება ნატოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბაზები, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო. კონფლიქტის თავიდან აცილების მეორე მცდელობა იყო დევნილების მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შეთავაზება, თუმცა ამაზე უხეში უარი მივიღეთ. პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ ის თავის გეგმებს მაინც განახორციელებს. დღეს მსოფლიო გაცილებით ჭკვიანი გახდა. ყველა მიხვდა, რომ ის რაც 2008 წელს მოხდა არ იყო ერთი ეპიზოდი სადღაც კავკასიის რეგიონში. საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შემდეგ მოხდა თავდასხმა უკრაინაზე, ყირიმის ანექსია, სირიის ავანტიურა და უფრო და უფრო მზარდი საფრთხეები დასავლეთის ქვეყნების მიმართ. დრომ გვაჩვენა რომ ეს იყო რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი სტრატეგია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31