გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე გია ნოდიაზე: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი, კითხვას სვამს, თუ ფული კარგი საქმისთვის გინდა, მხოლოდ შეუბღალავი რეპუტაციის დონორისგან უნდა აიღოო?

18-04-2023

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გია ნოდიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.


სალუქვაძის თქმით, ნოდიამ, აღნიშნული განცხადებით, დავით კეზერაშვილი, რომელიც „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალების მიხედვით, ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემის ორგანიზატორად არის დასახელებული, დაიცვა, ვინაიდან განაცხადა, რომ მისთვის დონორის რეპუტაციას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ფული კარგი საქმითვის სჭირდება.


“კეზერაშვილს გადაეფარა. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი კითხვას სვამს, თუ ფული კარგი საქმისთვის გინდა, მხოლოდ შეუბღალავი რეპუტაციის დონორისგან უნდა აიღოო? თავადვე პასუხობს, ეს არარეალიატურიაო. მაგიტომ დაგიწერეთ შარშან, შეგიძლიათ პაბლო ესკობარსაც მიადგეთ მეთქი” - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31